კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

KIKO MILANO GEORGIA (Fashion Retail Georgia LLC) იღებს ვალდებულებას, რომთქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იყოს კანონიერად და დაცული იყოს უსაფრთხოდ. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს,თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვებგვერდის საშუალებით: www.kikocosmetics.com.ge. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ პოლიტიკას, რათა მკაფიოდ გაიგოთ, როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვიცავთ ან სხვაგვარად ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ არ ვყიდით და არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებზე.

რა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ ვებ-გვერდის მომხმარებლებისგან?

ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსების ან რეგისტრაციისას, საჭიროებისამებრ, შეიძლება მოგეთხოვოთ შემდეგი მონაცემების მითითება სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელ=ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი, საბანკო ბარათის ინფორმაცია ან სხვა დეტალები, რომლებიც აუცილებელია თქვენი მომხმარებლური გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

როდის ვაგროვებთ ინფორმაციას?

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე
  • როდესაც განათავსებთ შეკვეთას
  • როდესაც გამოიწერთ განახლებებს
  • როდესაც ტოვებთ შეტყობინებას მომხმარებელთა მომსახურების სამსახურთან
  • როდესაც შეგყავთ ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე

თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება და შენახვა

თქვენგან შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • მიწოდების პროცესში შესაძლო პრობლემების შემთხვევაში თქვენთან დასაკავშირებლად
  • შეკვეთების დასამუშავებლად და შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და განახლებების გასაგზავნად მიწოდების სტატუსის შესახებ SMS შეტყობინებების გამოსაგზავნად
  • თქვენი გამოცდილების პერსონალიზაციისთვის და თქვენთვის საინტერესო კონტენტის და პროდუქციის შეთავაზებისთვის მომხმარებელთა მომსახურების მოთხოვნებზე უკეთესი და სწრაფი რეაგირებისთვის გადახდებისა და ტრანზაქციების სწრაფად დასამუშავებლად
  • მომსახურებისა და პროდუქციის შეფასებებისა და გამოხმაურებების მისაღებად

თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის ან კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება.თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაცულია დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმით — SSL დაშიფვრა, რომელიც უზრუნველყოფს სენსიტიური მონაცემების უსაფრთხო გადაცემას დაშიფრული კავშირის მეშვეობით.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია იმ პერსონალური მონაცემებზე, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ თქვენ შესახებ. თუ თქვენი მონაცემები არის არაზუსტი, არასრული ან არარელევანტური, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი შესწორება ან წაშლა.