დაბრუნების პირობები

ჰიგიენური მოსაზრებიდან გამომდინარე მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის გაცვლა ან დაბრუნება არ არის შესაძლებელი.

გაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  მიიღეთ დაზიანებული ან შეკვეთილისგან განსხვავებული პროდუქტი. 


დაზიანებული პროდუქტის მიწოდების თითოეული შემთხვევა იქნება შესწავლილი ცალკეულად. თუ შეკვეთა სრულად ან ნაწილობრივ არ მიიღეთ, ან მიღებული პროდუქტი დაზიანებულია, დააფიქსირეთ პრობლემა მიწოდების ბმულზე არსებული ჩათის საშუალებით მიღებიდან 12 საათის განმავლობაში. 


კონკრეტული პროდუქტის ფოტო შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს რეალური პროდუქტისგან. 


კონკრეტული პრობლემური შემთხვევის დაფიქსირება უნდა მოხდეს შეკვეთის ნომერთან და ფოტოებთან ერთად  პროდუქტის მიღებიდან 3 დღის ვადაში მეილზე: info@kikocosmetics.com.ge


თქვენი შეკვეთისგან განსხვავებული პროდუქტის მიღებისას გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა არ არის გახსნილი და პროდუქტი არაა გამოყენებული. 


ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ Kiko Milano East Point-ის მაღაზიაში შეცდომის ან დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში.


გაცვლისთვის გაგზავნილი პროდუქტი გამგზავნის მიერ უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული, რათა ტრანსპორტირების პროცესში თავიდან იქნას აცილებული დაზიანება ან დაკარგვა.

 არასათანადო შეფუთვის შედეგად დაზიანებულ მდგომარეობაში მიღებული ნივთები გაცვლას არ ექვემდებარება.


დაბრუნებული პროდუქციის მიღებისა და  შემოწმების შემდეგ, პროდუქტის მდგომარეობის წარმატებით შეფასების შემთხვევაში გაიცემა ჩანაცვლებითი პროდუქტი ან კუპონი.


მომხმარებელი პასუხისმგებელია დაბრუნებულ ნივთზე მანამ, სანამ ის ჩვენს საწყობში არ მოაღწევს, შესაბამისად, პროდუქცია უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრანსპორტირებისას შესაძლო დაზიანება.


მოთხოვნები ჩანაცვლებაზე აზრის შეცვლის, ფერის ან პროდუქტის არჩევანის შეცვლის საფუძველზე არ მიიღება.


KIKO MILANO იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს ან უარყოს გაცვლის მოთხოვნა.


გაცვლის მოთხოვნის დამტკიცების შემთხვევაში მომხმარებელი იქნება წინასწარ ინფორმირებული.